saqarTvelos qedebi - gegis qedi

 

ქედი აფხაზეთის კავკასიონზე, არაბიკა-მამძიშხის ქედის აღმოსავლეთი შტო. გადაჭიმულია არაბიკის მასივის ცენტრალური ნაწილიდან გეგის ხეობამდე. უმაღლესი მწვერვალის სიმაღლე ზღვის დონიდან 2655 მ. აგებულია იურული კირქვებით. ახასიათებს რელიეფის კარსტული და გლოციალური ფორმები. კალთების ქვემო და შუა ნაწილი შემოსილია შერეული ფართოფოთლოვანი და მუქწიწვოვანი ტყით, ზემო - სუბალპური და ალპური მდელოებით.